"ცესკოს ჩრდილი ვერავინ უნდა მიაყენოს" - როგორ ხსნის "ოცნება" პრეზიდენტისთვის მორიგი უფლების ჩამორთმევას

"ქართული ოცნების" ლიდერი არჩილ თალაკვაძე ირწმუნება, რომ ცვლილებები, რომელიც ცესკოს თავმჯდომარეობის და წევრების არჩევის წესში შევა, არჩევნებზე მხოლოდ დადებითად აისახება. მმართველი გუნდის წევრის თქმით, ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რათა ვერავინ შეძლოს ცესკოს ჩრდილი მიაყენოს და ძირი გამოუთხაროს.
საარჩევნო ადმინისტრაცია მაქსიმალურად ეფექტიანად და კანონის სრული დაცვით ატარებს საქართველოში არჩევნებს. შესაბამისად, პარლამენტისგან საარჩევნო ადმინისტრაციას უნდა ჰქონდეს სრული მხარდაჭერა, რომ ვერავინ შეძლოს, მიაყენოს მას ჩრდილი, წაუყენოს დაუსაბუთებელი ბრალდებები და ამით ძირი გამოუთხაროს საქართველოში დემოკრატიულ არჩევნებს და მის შედეგებს. ჩვენ მივიღებთ ყველა ზომას, რომლითაც საქართველოს მომავალი არჩევნები იქნება მაქსიმალურად სანდო ჩვენი საზოგადოებისთვის, იქნება გამჭვირვალე, - თქვა თალაკვაძემ.
ქვეყანაში ახალმა პოლიტიკურმა სკანდალმა იფეთქა. პრეზიდენტს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის შერჩევის უფლებას ართმევენ. ინიციატივით მამუკა მდინარაძე გამოვიდა.
დღემდე პარლამენტში საარჩევნო ადმინტრაციის შეფის კანდიდატურას ზურაბიშვილი წარადგენდა, ახლა ეს უფლება "ქართული ოცნების" ხელში გადადის.