"აბრეშუმის გზა" და პროდუქციის იმპორტ-ექსპორტი - რუსეთის გეგმები საქართველოში
რუსეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი სერგეი კატირინი საქართველოსთან ურთიერთობის „დათბობის“ შემდეგ ორი ქვეყნის მწარმოებლებს შორის თანამშრომლობას აანონსებს. მისი თქმით, წელს უკვე შეიქმნა რუსულ-ქართული საქმიანი საბჭო, რომელიც კონკრეტულ საკითხებზე იმსჯელებს.
ვცდილობთ, გავარკვიოთ, რა მიმართულებით შევძლებთ ერთობლივ განვითარებას. საქართველოს კონკრეტული წრეების მხრიდან დაინტერესება უკვე არსებობს. ვერ ვიტყვი, რომ ეს მთელი ქვეყნის ინტერესია, თუმცა ბიზნესს შორის ბევრია ისეთი, ვისაც სურს და შეუძლია და ჩვენი მხრიდან მახარდაჭერას ელის, - აღნიშნა კატირინმა.
კატირინმა ასევე კმაყოფილება გამოთქვა საქართველოს მხრიდან საქმიანი ურთიერთობების „პროგრესზე“.
ამ დღეებში გადაწყდა საქართველოდან სპირტიანი სასმელების შემოტანის საკითხი გადაწყდა. ჩვენს პარტნიორებს ასევე სურთ, ღვინის შემოტანის საკითხი გაარკვიონ, - თქვა რუსეთის ხელისუფლებსი წარმომადგენელმა.
კატირინს არც ტურზმის განვითარება გამორჩა.
საჭიროა, ასევე „აბრეშუმის გზის“ მარშრუტის ფარგლებში სარკინიგზო ტრანზიტის ორგანიზება: ჩინეთი, იანის პორტი ბანდერ-აბბასი, ასტარა (ირანი), ასტარა (აზერბაიჯანი), მარნეული (საქართველო) აფხაზეთის ტერიტორიის გავლით რუსეთში. ეს სხვა ყველაფერთან ერთად მოგვცემს შესაძლებლობას, გავაფორმოთ კონტრაქტები, რომლითაც გაზს და ნავთობს სტაბილურ და ადეკვატურ ფასად გავყიდით, - თქვა კატირინმა.