აქცია სოფელ ჭალეში - ადგილობრივები გზისა და წყლის პრობლემის მოგვარებას ითხოვენ
სასმელი წყლისა და გზის რეაბილიტაციის მოთხოვნით, წალენჯიხის სოფელ ეწერ-ფერდში, საპროტესტო აქცია გაიმართა. მოსახლეობა სასმელი წყლის მიწოდებას ითხოვს.
ადგილობრივები ამბობენ, რომ წლებია სასმელი წყლის პრობლემა აქვთ, რის გამოც 80-მდე კომლი წყალს შორი მანძილიდან ეზიდება. მოსახლეობის ნაწილს კი წყალი, ახლომდებარე მთიდან კუსტარულად აქვთ ჩამოყვანილი, თუმცა უამინდობის დროს წყალი იმღვრევა და უვარგისი ხდება.
აქციის მონაწილეები გზის რეაბილიტაციასაც მოითხოვენ. მათი განცხადებით, ცალკეულ უბნებში უამინდობისას გზები ირეცხება და გადაადგილება პრაქტიკულად შეუძლებელია.
აქციაზე შეკრებილებს წალენჯიხის მერის მოადგილე შეხვდა და მათ პრობლემების ეტაპობრივად მოგვარებას დაჰპირდა. თამარ ბელქანიას განცხადებით, აღნიშნული პრობლემების შესახებ ინფორმირებული არიან და ცენტრალური ხელისუფლების დახმარებით ეტაპობრივად მოგვარდება. მისივე თქმით, გზის რეაბილიტაციის პრობლემას ადგილობრივი ბიუჯეტი ვერ გასწვდება, შესაბამისი პროექტი გადაეგზავნება რეგიონული განვითარების ფონდს.
აქცია ეწერ-ფერდში დასრულდა. მოთხოვნების შეუსრულებლობის ან შემთხვევაში, მოსახლეობა პერმანენტულ აქციებს აანონსებს.