მაღაზიის მეპატრონის თქმით, დმანისში რამდენიმე პირმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა

18.05.21 16:56
მაღაზიის მეპატრონის თქმით, დმანისში რამდენიმე პირმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა

დმანისში მდებარე მაღაზიის მეპატრონე"ტვ პირველთან" ირწმუნება, რომ რამდენიმე პირმა, მაღაზიასთან მანქანით ჩაიარა და მათი მისამართით შეიგინა. 

მამაკაცის თქმით, ამ დროისთვის მაღაზიის მიმდებარედ პოლიცია პატრულირებს.

ჩემ ცოლს და შვილებს ეშინია. ერთი სუბარუთი მოვიდნენ, მესამე სართულზე ვმუშობდი. ცუდად უთხრეს რაღაც და წავიდნენ. დედას შე.... უთხრეს და წავიდნენ მაშინვე . შემდეგ მე მილიციაში დავრეკე. პოლიცია მოვიდა. პოლიციის სამი მანქანა ახლა მაღაზიასთან დგას და მეც მშვიდად ვარ"- აცხადებს მამაკაცი "პირველებთან".

მაღაზიასთან მომხდარ ინციდენტზე ინფორმაცია თავდაპირველად "რადიო თავისუფლებამ" გაავრცელა.