მერაბ ღოღობერიძემ ბენზინი გადაისხა და თავის დაწვა სცადა

18.05.21 16:27
მერაბ ღოღობერიძემ ბენზინი გადაისხა და თავის დაწვა სცადა

არასამთავრობო ორგანიზაციის "კორუფციასთან ბრძოლის საინფორმაციო ცენტრის” ხელმძღვანელმა მერაბ ღოღობერიძემ ბენზინი გადაისხა და თავის დაწვა სცადა. იგი ქუთაისის დამწვრობის ცენტრში გადაიყვანეს.

როგორც ადვოკატმა განაცხადა, მიზეზი მის წინააღმდეგ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის  მიერ დაწყებული გამოძიებაა.

ადვოკატის, ზაზა პაპიძის განმარტებით, ფინანსური პოლიციამ არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო. ღოღობერიძე ფინანსურ პოლიციაში საქმის დეტალების გასაცნობად მოვიდა, გამომოძიებლები მას არ შეხვდნენ და ამის შემდეგ მან პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართა.

მსგავსი სიახლეები