პროტესტი "ბორჯომის" საწარმოსთან - გაფიცულები კარვებს შლიან

18.05.21 17:26
პროტესტი "ბორჯომის" საწარმოსთან - გაფიცულები კარვებს შლიან

"ბორჯომის" ქარხანაში გაფიცულმა დასაქმებულებმა კარვების გაშლა დაიწყეს. მათი თქმით, ისინი  ღამეს კარვებში გაათენებენ.

პარალელურად გაფიცულებსა და  კომპანია "ბორჯომის"  ადმინისტრაციას შორის შეხვედრა მიმდინარეობს. მონაწილეები ხელფასების მატებასა და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში გაფიცვას გააგრძელებენ. 

ადგილზე ვითარება დღეს რამდენჯერმე დაიზაბა. დაფიცულებმა გზის გადაკეტვა სცადეს, თუმცა სამართალდამცავებმა ამის საშუალება არ მისცეს.