კაცი, რომელიც საქართველოს ბანკში შეიჭრა, დაკავებულია

19.05.23 14:17
კაცი, რომელიც საქართველოს ბანკში შეიჭრა, დაკავებულია

"პირველების" ინფორმაციით, ახალგაზრდა კაცი, რომელიც აფრიკის დასახლებაში საქართველოს ბანკში შეიჭრა, დაკავებულია. ის გადაყვანილია განყოფილებაში.

"პირველების" ინფორმაციითვე, დაკავებული სავარაუდოდ, ადგილობრივი მაცხოვრებელია და მას ფსიქიკური პრობლემები აქვს.  კაცს ბანკში შეჭრის დროს პნევმატური იარაღი ჰქონდა, თუმცა მოთხოვნები არ წამოუყენებია.

მსგავსი სიახლეები