"გახარებულია მთელი ერი" - ვალერი კვარაცხელიას პირველი კომენტარი თბილისში ჩამოსვლის შემდეგ
"მივესალმები კი არა, გახარებულია მთელი ერი" - ასეთი კომენტარით შემოიფარგლა პრორუსი პროპაგანდისტი, ვალერი კვარაცხელია თბილისში ჩამოსვლის შემდეგ.
კვრაცახელიას მტკიცებით, ფრენების აღდგენასთან "ქართული ოცნება" არაფერ შუაშია.
"აქ ქართული ოცნება არაფერს შუაშია, თქვენ იცით ჩემი დამოკიდებულება "ქართულ ოცნობასთან". ჩვენ ვართ ის ჯგუფი რომელმაც სახალხო დიპლომატიის დონეზე შევძელით გარღვევა ამ მოჯადოებული წრის, 23 წლის განმავლობაში ქართველი ხალხი იტანჯებოდა, ვისაც მიმოსვლა სჭირდებოდა და ჩვენ გავარღვიეთ ეს წრე," - ამბობს კვარაცხელია.
კვარაცხელიამ განცხადება თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გააკეთა, სადაც ის რუსულ ხომალდს ჩამოჰყვა.
მსგავსი სიახლეები
ერთ-ერთი (პოლიციელი ) მეუბნებოდა, რომ საკუთარი საფლავი უნდა ამომეთხარა - პირველი ინტერვიუ სერგი ყანჩელთან, რომელმაც ქვეყანა დატოვა
მისი თქმით, პოლიციელებმა ის სასაფლაოზე გადაიყვანეს, სადაც რამდენიმე პირი სცემდა, იარაღითა და დანით ემუქრებოდა, საკუთარი საფლავის გათხრით აშინებდა