აქეთ პროტესტი, იქით ქორწილი, შუაში კი ლავროვების დამცავი ქართველი სპეცრაზმელები - დაუჯერებელი რეალობა ყვარელში

სერგეი ლავროვის სანქცირებული ოჯახის დასაცავად, პოლიციამ საქართველოს 20-მდე მოქალაქე დააკავა. რუსების კომფორტის გამო, ყვარელში გომელაურის უწყებამ სადამსჯელო სპეცოპერაცია მოაწყო. ნიღბიანი სპეცრაზმელები აქციის მონაწილეებს ფიზიკურად უსწორდებოდნენ, ართმევდნენ პირად ნივთებს და ტერიტორიიდან გაhყავდათ.
პოლიციის სამიზნე გახდნენ ჟურნალისტებიც. სასტუმრო ყვარლის ტბისკენ მივალი ყველა გზაა ამ დრომდე ბლოკირებულია. პოლიციის და სპეცრაზმის მრავალშრიანი კედელი ახლა საქართველოს მოქალაქეებს ოკუპანტი ქვეყნის სანქცირებულ პირებს აშორებს. აქეთ პროტესტია, იქით კი რუსული ქორწილი ქართული სუფრით.
ადგილზე შეკრებილი აქციის მონაწილეები ქორწილის დასრულებას და რუსეთიდან ჩამოსული სტუმრების გამოსვლას ელოდებიან, რათა მათ შეძახილებით შეხვდნენ და უთხრან, რომ მათი ადგილი საქართველოშ არ არის.