მკვლელობა კახეთში - 32 წლის კაცს მეზობელი სანადირო თოფით ჩაუსაფრდა
გურჯაანში მეზობლებს შორის კონფლიქტი მკვლელობით დასრულდა. 32 წლის თორნიკე მთვარელიშვილს მეზობელმა ჩასაფრება იმ დროს მოუწყო, როცა ვენახის წამლის საყიდლად მიდიოდა. სანადირო თოფით მიყენებული ჭრილობის გამო მთვარელიშვილის გადარჩენა ვერ მოახერხეს.
დაპირსპირება მეზობლებს შორის წარსულში მომხდარ კონფლიქტსს უკავშირდება. დამნაშავე უკვე დაკავებულია. მას 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
რას ყვებიან ვაზისუბანში ნახეთ ლიზა ლასარეიშვილის რეპორტაჟში.