მოვილაპარაკებთ შუამავლის გარეშე - ,,წყალი მარგებლის" ადმინისტრაცია

21.05.21 15:27
მოვილაპარაკებთ შუამავლის გარეშე - ,,წყალი მარგებლის" ადმინისტრაცია

 ,,წყალი მარგებელის" ადმინისტრაცია გაფიცულ თანამშრომელებთან შეხვედრას და მათი პირობების დაკმაყოფილებას შუამავლის გარეშე აპირებს. ტვ პირველის ინფორმაციით, რამდენიმე წუთის წინ გაფიცულებსა და ქარხნის ხელმძღვანელობას შორის კონტაქტი შედგა. 

ჩვენ ვთვლით, რომ მათთან მოლაპარაკებებში შუამავლები არ გვჭირდება. გვგონია, რომ ორივე მხარეს აქვს რესურსი, რომ პრობლემა საკუთარი ძალებით მოვაგვაროთ ისე, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში არ შეექმნათ ანალოგიური პრობლემები, რასაც გაფიცულები ასახელებენ - აცხადებს ,,წყალი მარგებლის" ხელმძღვანელობა. 

კომპანია ,,ენგადის" მძღოლები და დისტრიბუტორები, რომლებიც ,,წყალი მარგებელს" ემსახურებიან, აცხადებენ, რომ პროფკავშირების წარმომადგენელთა გარეშე ადმინისტრაციასთან მოლაპარაკებებს აზრი არა აქვს, რადგან ყველაფერი დოკუმენტურად უნდა გაფორმდეს.

შეხვედრას პროფკავშირების გარეშე არ ვაპირებთ, რადგან გსურს, სიტყვიერი და დოკუმენტური ნდობა გვქონდეს. 5 წელია, შეთანხმება ვერ მივაღწიეთ და იმედი გვაქვს, პროფკავშირებთან ერთად მივაღწევთ - აცხადებენ გაფიცულები. 

უკვე მეორე დღეა, გაფიცულები არიან სადისტრიბუციო კომპანია ,,ენგადის" მძღოლები და დისტრიბუტორები. ისინი  პირობების გაუმჯობესებამდე მუშაობის გაგრძელებას არ აპირებენ.

პროფკავშირის წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ მათ ამ შეხვედრაზე დასწრების უფლება აქვთ. 

 

 

მსგავსი სიახლეები