საქართველოში შესაძლოა, ისრაელის წარმოების კოვიდის საწინაღმდეგო პრეპარატი შემოვიდეს

21.05.21 16:23
საქართველოში შესაძლოა, ისრაელის წარმოების კოვიდის საწინაღმდეგო პრეპარატი შემოვიდეს

ისრაელის წამყვანი კლინიკის, ,,იხილოვის",  მიერ დამზადებული პრეპარატი შესაძლოა, მალე საქართველოში შემოვიდეს და მისი კვლევა დაიწყოს. კლინიკის ხელმძღვანელი საქართველოში იმყოფებოდა და ჯანდაცვის მინისტრთან შეხვედრა გამართა. რაც იმას ნიშნავს, რომ შესაძლებელია, მალე ექსპერიმენტში საქართველოში დაიწყოს, კვლევის 2 ფაზა ისრაელში ჩატარდა, მესამე ფაზაში კი საქართველო ჩაერთვება.

დღეს ისრაელის სამედიცინო ცენტრის დელეგაცია ჯანდაცვის მინისტრს, ეკა ტიკარაძეს, შეხვდა. აღნიშნულ შეხვედრაზე გადაწყდა საქართველოს ამ ექსპერიმენტში მონაწილეობის საკითხი. გარდა კვლევებისა, ეკა ტიკარაძემ გამოთქვა სრული მზადყოფნა, რომ ვაქცინის წარმოება საქართველოშიც დაიწყოს.

,,ისრაელის სახლის" ხელმძღვანელის, იციკ მოშეს ინფორმაციით, ის ფაქტი, რომ საქართველოში პრეპარატის კვლევა დაიწყება, მნიშვნელოვანია იმითაც, რომ საქართველოს ვაქცინის მიწოდება გარანტირებული ექნება.

,,იხილოვი" არის მსოფლიოს წამყვანი სამედიცინო ცენტრი. პრეპარატმა 2 ფაზა გაიარა, ახლა მესამე ფაზა იწყება. საბერძნეთის მთავრობა ჩართულია პროცესში, რომ აღნიშნული პრეპარატი მიიღონ. ეს კვლევაში ჩართვა  მნიშვნელოვანი იქნება საქართველოსთვის, რადგან მას ექნება გარანტირებული მოწოდება - აღნიშნავს იციკ მოშე.

არსებული ინფორმაციით, ,,იხილოვის" მიერ შექმნილი პრეპარატის ეფექტურობა 96 %-ია და  კოვიდისგან განსაკურნებლად პაციენტს 4-6 დღე სჭირდება. ამ ეტაპზე ვაქცინა ტესტირების რეჟიმშია. მან კვლევის 2 ფაზა ისრაელში გაიარა. მესამე ეტაპში კი საბერძნეთის გარდა საქართველოც ჩაერთვება.

კვლევების ჩატარების შემდეგ არ არის გამორიცხული, რომ მისი წარმოება საქართველომაც დაიწყოს. ისრაელთან 2 ქართული სამედიცინო დაწესებულება- ინფექციური საავადმყოფო და რესპუბლიკური კლინიკა თანამშრომლობს. 

მსგავსი სიახლეები