თბილისელები რეგიონებში წავიდნენ, აცრებმა ხელი შიდა ტურიზმსაც შეუწყო - პაატა იმნაძე

21.05.21 16:37
თბილისელები რეგიონებში წავიდნენ, აცრებმა ხელი შიდა ტურიზმსაც შეუწყო - პაატა იმნაძე

ძალიან ბევრი ადგილი ვაქცინებზე რეგიონებში შევსებული იყო თბილისელების მიერ- ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ, განაცხადა. იმნაძე ამბობს, რომ აღნისნულმა ფაქტმა ხელი შიდა ტურიზმის განვიტარებასაც შეუწყო.

ძალიან ბევრი ადგილი ვაქცინებზე რეგიონებში შევსებული იყო თბილისელების მიერ... ალბათ თქვენც იცით, რომ ბევრი თბილისელი წავიდა და ვთქვათ, ხულოში აიცრა, სამეგრელოს რეგიონში წავიდნენ ადამიანები. მინდა გითხრათ, რომ ჩვენმა აცრების კამპანიამ შიდა ტურიზმსაც შეუწყო ხელი, იმიტომ, რომ ერთი დღით არ წავა ხომ ადამიანი ასაცრელად, იქ სამი დღე მაინც დარჩება. შიდა ტურიზმი განვავითარეთ - ამბობს პაატა იმნაძე.

მსგავსი სიახლეები