სოციალური აფეთქება ქვეყანაში - საქართველოს რეგიონები მასშტაბურმა აქციებმა მოიცვა

21.05.21 17:23
სოციალური აფეთქება ქვეყანაში - საქართველოს რეგიონები მასშტაბურმა აქციებმა მოიცვა

გაჩერებული ქარხნები, გაფიცული მუშები და პროტესტის ცხელი კერები ქვეყნაში. ამ წუთებში ბორჯომის და ნაბეღლავის ქარხნის მუშები მასშტაბურ აქციას მართვენ. ცხელ წერტილს უკვე შეუერთდნენ რეგიონებიდან ჩასული პროფკავშირის წარმომადგენლები. ქვეყნაში კიდევ რამდენიმე საპროტესტო კერაა.  ყველას, ვინც ქუჩაში დგას, ორი მთავარი მოთხოვნა აქვს: ხელფასის მატება და შრომითი პირობების გაუმჯობესება. 

მეოთხე დღეა, ბორჯომის ქარხნის 400-მდე გაფიცული თანამშრომელი აქციებს მართავს. ისინი სამუშაოზე გასვლას არ აპირებენ, სანამ კომპანია მოთხოვნებს არ შეუსრულებენ, ადმინისტრაციასთან მოლაპარაკებებს კი პროფკავშირის წარმომადგენელთა ჩართულობის გარეშე არ აპირებენ.

პროტესტია მინერალური წყლების მწარმოებელ კიდევ ერთ მსხვილ საწარმოში - ნაბეღლავის ქარხნის თანამშრომლები გაიფიცნენ გურიაშიც. 

თვეში 500 600 ლარი გამოგვდის. საათობრივი ანაზღაურება უნდა გაიზარდოს, 1000-მდე უნდა ავიდეს, რომ ელემენტარული მოთხოვნილებები დავიკმაყოფილოთ -  აღნიშნავენ გაფიცულები. 
 

,,ნაბეღლავის" ადმინისტრაცია აცხადებს, რომ მათთან მოლაპარაკებებზე მზადყოფნა გამოხატავს, მაგრამ თანამშრომელთა ნაწილმა ამის მიუხედავად საწარმო მიატოვა.  

,,წყალი მარგებელის" დისტრიბუტორები და მძღოლები გაიფიცნენ თბილისში. მოთხოვნა აქაც ანალოგიურია. გაფიცულები ადმინისტრაციასთან პროფკავშირების თანხლებით აპირებენ მოლაპარაკებას, მაგრამ ამაზე ადმინისტრაცია უარზეა.

პროფკავშირების გაერთიანება აცხადებს, რომ მოლაპარაკების ფორმატი და პრობლემის გადაჭრის გზები გააჩნიათ, თუმცა ადმინისტრაცია მოლაპარაკებებში მათ დასწრებაზე უარს აცხადებს და პრობლემის შუამავლის გარეშე მოგვარებას გეგმავს.