ვენდეტა ნახალოვკაში - ექსპრეზიდენტის ყოფილი სიძის საძმო მორიგ კრიმინალურ სკანდალში ეხვევა

21.05.21 20:07
ვენდეტა ნახალოვკაში - ექსპრეზიდენტის ყოფილი სიძის საძმო მორიგ კრიმინალურ სკანდალში ეხვევა

საქართველოს მეოთხე პრეზიდენტის, ყოფილი სიძე, მინდია გოგოჭურის საძმო კიდევ ერთ კრიმინალურ სკანდალში ეხვევა - საქმე ეხება გასულ კვირას, თბილისში, ნახალოვკაში მომხდარ ფაქტს, როცა მინდია გოგოჭურის საძმოს ერთ-ერთ წევრს მანქანიდან ესროლეს. 

"პირველებისთვის" ცნობილი ხდება, რა ვერსიაზე მუშაობს გამოძიება. "ტვ პირველს" წყარო უყვება, რომ დაჭრილია, მინდია გოგოჭურის საძმოს წევრი, გიორგი რაზმაძე. არსებული ინფორმაციით, რაზმაძემ თავდამსხმელი ამოიცნო და სასწრაფოც კი არ გამიოძახა. 

მეოთხე პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის ყოფილი სიძე ახლა პატიმრობაშია. თუმცა კრიმინალური გარჩევა სავარაუდოდ ორი წლის წინანდელ საქმეს უკავშირდება, როდესაც გოგოჭური მის მეგობართან, გიორგი რაზმაძესთან ერთად ლისის ტბაზე დააკავეს. მაშინ ჩხრეკის დროს ჯავაშანჟილეტები ამოიღეს მინდია გოგოჭურმა კი სახლში დამალული იარაღების გადაყრა ფანჯრიდან მოასწრო.

არსებობს ვერსია, რომ რაზმაძეს, "დოლიძის საძმოს" წევრმა თორნიკე კაჭარავამ ეროლა.

 

 

 


 

მსგავსი სიახლეები