პროტესტი ნაბეღლავში - “წყალი მარგებელის” თანამშრომლების გაფიცვა გრძელდება

22.05.21 11:00
პროტესტი  ნაბეღლავში - “წყალი მარგებელის” თანამშრომლების გაფიცვა გრძელდება

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაბეღლავში კომპანია “წყალი მარგებელის” თანამშრომლების გაფიცვა გრძელდება. გუშინდელ გაფიცულებს დღეს დანარჩენი თანამშრომლებიც შეუერთდნენ. გაფიცულების ინფორმაციით, ქარხანა ფაქტობრივად გაჩერებულია. დასაქმებულები დაბალ ანაზღაურებას და არასათანადო შრომით პირობებს აპროტესტებენ და ხელმძღვანელობისგან საათობრივი ანაზღაურების გაზრდას მოითხოვენ.


გაფიცულების თქმით, არის შემთხვევები, როცა მათი სამუშაო დრო 24,  ზოგჯერ კი 36 საათის მანძილზე უწყვეტად გრძელდება. ზეგანაკვეთური შრომის, დღის და ღამის საათების შესაბამისი ანაზღაურება კი კომპანიაში არ არსებობს. 


გაფიცულები კომპანიისგან მოლაპარაკებების დაწყებას ელოდებიან. თუ შეთანხმება არ შედგება, დასაქმებულები გაფიცვას გააგრძელებენ.

ჯერჯერობით ქარხნის წარმომადგენელებს კომენტარი არ გაუკეთებიათ.