გენერალ გიორგი კვინიტაძის ნეშტი საქართველოში ჩამოასვენეს

22.05.21 11:04
გენერალ გიორგი კვინიტაძის ნეშტი საქართველოში ჩამოასვენეს

გენერალ გიორგი კვინიტაძის ნეშტი, 50 წლის შემდეგ საფრანგეთიდან საქართველოში გადმოასვენეს. ემიგრაციაში გარდაცვლილი ქართველი გენერლის პატივის მისაგებად ოფიციალური ღონისძიება თბილისის საერთაშორისო აეროპორტში იმართება.

 გადმოსვენების შემდეგ გენერალის ნეშტს სამების საკათედრო ტაძარში დაასვენებენ, სადაც 24-25 მაისს,  სამოქალაქო პანაშვიდები გაიმართება. 26 მაისს კი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, ოკუპაციიდან ზუსტად 100 წლის შემდეგ, გენერალს, ქაქუცა ჩოლოყაშვილის გვერდით მთაწმინდის პანთეონში სამხედრო პატივით დაკრძალავენ. 

 

მსგავსი სიახლეები