გადადგეს რექტორი - ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები მესამე დღეა შიმშილობენ
ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები მესამე დღეა შიმშილობენ. სტუდენტები რექტორის გადადგომას მოითხოვენ. მათი ნაწილი ამბობს, რომ მიუღებელია რექტორი, რომელიც წარსულში 4 ჯერაა ნასამართლევი. ახალგაზრდები განათლების მინისტრთან შეხვედრას მოითხოვენ, თუმცა მიხეილ ჩხენკელი სტუდენტებს არ ხვდება.
სტუდენტები ამბობენ, რომ მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, მათი პროტესტი გაგრძელდება.