კასპის მუნიციპალიტეტში 60 წლამდე მამაკაცს ეძებენ

22.05.21 11:44
კასპის მუნიციპალიტეტში 60 წლამდე მამაკაცს ეძებენ

კასპის მუნიციპალიტეტში 60 წლამდე მამაკაცს ეძებენ.

თანასოფლელების თქმით, სოფელ მეტეხის მკვიდრი, 60 წლამდე ასაკის დავით ზუბიაშვილი, რომელიც პირუტყვს მწყემსავდა, მდინარეში შევიდა და  გაუჩინარდა.

მდინარე მტკვარსა და მის მიმდებარე სანაპირო ტერიტორიაზე სამძებრო ღონისძიებები გუშინ დაიწყო. 

სამძებრო სამუშაოებში  ჩართულია 50 მეხანძრე-მაშველი, ორი მყვინთავი და სამი მცურავი საშუალება. ტერიტორიის მონიტორინგი  დრონის საშუალებითაც მიმდინარეობს.