2 სტომატოლოგიურ კლინიკაში ე.წ მალხენ აირს უკანონოდ იყენებდნენ - რეგულირების სააგენტო

22.05.21 12:49
2 სტომატოლოგიურ კლინიკაში ე.წ მალხენ აირს უკანონოდ იყენებდნენ - რეგულირების სააგენტო

სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტომ სტომატოლოგიურ კლინიკებში აზოტის ქვეჟანგის, ე.წ. მალხენი აირის გამოყენების უკანონო ფაქტები გამოავლინა. ინჰალაციური ანესთეზიის გამოყენება იმ ექიმ-სტომატოლოგებისგან ხდებოდა, რომლებსაც შესაბამისი სერტიფიკატი არ გააჩნდათ.

 სააგენტო მიუთითებს, რომ აზოტის ქვეჟანგი საქართველოს ბაზარზე რეგისტრირებული არ არის.

ფარმაცევტული პროდუქტები დაილუქა და სტომატოლოგიურ კლინიკებს ჩამოერთვა. უკანონო საექიმო საქმიანობისთვის კი 4 სტომატოლოგის საქმეზე პროფესიული განვითარების საბჭო იმსჯელებს.  

მსგავსი სიახლეები