არადამიანური მოპყრობა ბერძენი სამართალდამცავების მხრიდან - ათენის პოლიციაში ქართველი სცემეს

22.05.21 15:22
არადამიანური მოპყრობა ბერძენი სამართალდამცავების მხრიდან - ათენის პოლიციაში ქართველი სცემეს

არალეგალი ქართველი ემიგრანტები ბოლო 2 კვირაა ბერძენი სამართლადამცველების მხრიდან თავდასხმის ობიექტები ხდებიან. ინფორმაცია ამის შესახებ ქართველი ემიგრანტების სახლის ხელმძღვანელმა ტვ პირველს მიაწოდა. ავთანდილ გიუნაშვილის თქმით, დღეს დილით ათენის პოლიციის ერთ-ერთ განყოფილებაში საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე სცემს, რომელიც საბერძნეთში 10 წლის შვილთან ერთად იმყოფება. მისი თქმით, დაზარალებული მამაკაცი დახმარებას ითხოვს.

ის აცხადებს რომ პოლიციამ სასტიკად სცემა 1988 წელს დაბადებული მამაკაცია თან 10 წლის ბავშვი ჰყავს, უსაბუთობის ბრალდებით  მეორედ არის დაკავებული, ის ითხოვს დამხარებას, მან მოითხოვა ექსპერტიზა, მაგრამ რეაგირება არ არის. ბოლო პერიოდში საქართველოს მოქალაქეების მიმართ იჩენენ არაადამიანურ მოპყრობას ბერძენი პოლიციელები", - ამბობს გიუნაშვილი. 

 

 

მსგავსი სიახლეები