უშედეგო შეხვედრა - "ბორჯომის" დასაქმებულებთან შეთანხმება ვერ შედგა

22.05.21 13:11
უშედეგო შეხვედრა - "ბორჯომის" დასაქმებულებთან შეთანხმება ვერ შედგა

ბორჯომში 1 საათიანი შეხვედრა  უშედეგოდ დასრულდა. გაფიცულებსა და ჯანმდაცვის სამინისტროს მედიატორს შორის შეთანხმება ვერ შედგა. მედიატორს შეხვედრის დასრულების შემდეგ კომენტარი მედიასთან არ გაუკეთებია. 

გაფიცული მუშები პროტესტს აგრძელებენ და ამბობენ, რომ სამუშაოს მას შემდეგ დაუბრუნდებიან, რაც მათი მოთხოვნები დაკმაყოფილდება. 

ცნობისთვის,  მედიატორი ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენელი იყო, რომელიც დღეს ბორჯომში სპეციალურად ჩავიდა. 

"ბორჯომში" დასაქმებულები უკვე მეხუთე დღეა გაფიცულები არიან. ისინი სამუშაო პირობების გაუმჯობესებას და ხელფასების გაზრდას ითხოვენ. 

 

მსგავსი სიახლეები