პროტესტი ნაბეღლავში - “წყალი მარგებელის” თანამშრომლები გაფიცვას განაგრძობენ

22.05.21 13:25
პროტესტი ნაბეღლავში - “წყალი მარგებელის” თანამშრომლები გაფიცვას განაგრძობენ

"წყალი მარგებელის" თანამშრომლები უკვე მესამე დღეა გაფიცულები არიან. ამ წუთებში ადგილზე პროფკავშირების წარმომადგენლები მივიდნენ, ისინი გაფიცულებს იურიდიულ დამხარებას გაუწევენ.  გაფიცულებმა მთელი ღამე ქარხნის ტერიტორიაზე გაათანეს.

დამსაქმებელი კომპანია გაფიცულებთან შესახვედრად საკუთარ პირობებს აყენებს. ისინი გაფიცულებთან შეხვედრას პროფკავშირის წარმომადგენლების გარეშე მოითხოვენ.