სააგენტომ,რომელსაც გერმანიაში დასაქმებულების უფლებები უნდა დაეცვა,ბიუჯეტიდან 308 მილიონი მიიღო

22.05.21 16:45
სააგენტომ,რომელსაც გერმანიაში დასაქმებულების უფლებები უნდა დაეცვა,ბიუჯეტიდან 308 მილიონი მიიღო

დასაქმების სააგენტომ, რომელსაც გერმანიაში დასაქმებულების უფლებები უნდა დაეცვა, ბიუჯეტიდან 308 მილიონი მიიღო.ინფორმაციას ამის შესახებ "ფლანგვის დეტექტორი" ავრცელებს. მათი ინფორმაციით, სწორედ ამ სააგენტოს ევალებოდა გერმანიაში, მძიმე პირობებში მომუშავე მოქალაქეების დაცვა.

სააგენტო 2020 წელს 243,437,025 ლარით, ხოლო 2021 წელს 154,073,000 ლარით დაფინანსდა ბიუჯეტიდან. სააგენტოს თანამშრომელთა შრომის ანაზღაურებაზე ყოველთვიურად 2020 წელს 81,000 ლარი, ხოლო 2021 წელს 72,400 ლარი იხარჯებოდა", - წერს "ფლანგვის დეტექტორი".

 

 

 

გერმანიაში დასასაქმეებლად წასული საქართველოს მოქალაქეების თქმით, ისინი არაადამიანურ პირობებში იმყოფებიან დასამუშაო რადიკალურად განსხვავებული აღმოჩნდა იმისგან, რასაც კონტრაქტი ითვალისწინებდა. 

გერმანიაში დასაქმების მსურველთა ბოლო  ჯგუფი საქართველოდან 9 მაისს გაემგზავრა.