„ველოდებოდი, თავი აეწია და ყელი გამოჩენოდა“ - 14 წლის გოგოს აღიარება, რომელმაც ბებიის მოკვლა სცადა
14 წლის გოგონა, რომელმაც ბებია დაჭრა, ჩვენებაში წერს, რომ დანაშაული შურისძიების მიზნით ჩაიდინა. გოგონა აღნიშნავს, რომ მისი მძიმე ფსიქოლოგიური მდგომარეობა ოჯახში არსებული მძიმე ფონით იყო განპირობებული. 14 წლის გოგონამ წერილი მოსამართლეს რუსთავის ციხიდან მისწერა. გოგონა წერს, რომ მძიმე ფსიქოლოგიური მდგომარეობის გამო სკოლას ფსიქოლოგი სთხოვა. თუმცა დახმარება არ გაუწიეს.
მე-8 კლასის მოსწავლე აღიარებს, რომ მას დანაშაული აფექტის მდგომარეობაში არ ჩაუდენია.
იმაზე ვფიქრობდი, რომ დედის და მამის ურთიერთობით სიცოცხლე მაქვს გამწარებული და მინდოდა მათთვის სამაგიერო გადამეხადა და მთელი სიბრაზე, რაც მაქვს გამომეხატა.მამაჩემს თავისი ბებია ძალიან უყვარს და მისი მოკვლით ზუსტად ვიცოდი, რომ მამას გავამწარებდი", - წერია 14 წლის გოგონას წერილში.
ეკლესიიდან დაბრუნებულ ბებიას ჩაუსაფრდა და დანით ჭრილობები მიაყენა.ამის შემდეგ გოგონამ 112 თავად გამოიძახა და ბებიის გადასარჩენად სასწრაფო დახმარება ითხოვა. 86 წლის ქალი გადარჩა. ის ადასტურებს, რომ ოჯახში გოგონას მძიმე ფონი ჰქონდა შექმნილი. მიანიშნებს დედის ალკოჰოლისადმი მიდრეკილებასა და მშობლებს შორის არსბეულ კონფლიქტებზე.
14 წლის გოგონა სასჯელს ბებიის განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით რუსთავის ციხეშია. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ციხეში ყოფნა კიდევ 10 წელი მოუწევს.