პროტესტი ნაბეღლავში - დასაქმებულები გაფიცვას აგრძელებენ

23.05.21 11:10
პროტესტი ნაბეღლავში - დასაქმებულები გაფიცვას აგრძელებენ

ნაბეღლავის ქარხნის თანამშრომლების პროტესტი გრძელდება. მე-4 დღეა კომპანია ,,ენგადის" მძღოლები და დისტრიბუტორები გაფიცულები არიან. ისინი ხელფასების გაზრდასა და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ. კომპანია თანამშრომლებს მოუწოდებს ჩაერთონ მოლაპარაკებებში პროფკავშირების წარმომადგენლების გარეშე. გაფიცულები ამბობენ, რომ პროფკავშირის წარმომადგენლის გარეშე დამსაქმებელთან მოლაპარაკებას არ აპირებენ. 

გაფიცული დისტრიბუტორების ინფორმაციით, კომპანია "ენგადმა" ვაკანსიები გამოაცხადა. მათი თქმით, კომპანია მომავალ დასაქმებულებს უკეთეს ანაზღაურებას სთავაზობს.