ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებმა შიმშილობა შეწყვიტეს

23.05.21 11:36
ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებმა შიმშილობა შეწყვიტეს

ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებმა შიმშიმლობა შეწყვიტეს. სტუდენტები რომლებიც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის დავით გურგენიძის გადადგომას ითხოვენ მხარდაჭერა "სტრატეგია აღმაშენებელის" ლიდერისგან, გიორგი ვაშაძისგან  მიიღეს. ვაშაძე სტუდენტებს დაპირდა, რომ მათ პრობლემებს პარლამენტში  გააჟღერებს და საკანონმდებლო ინიციატივასაც დააყანებს, რომლის მიხედვითაც, ნასამართევ პირს რექტორის პოზიციის დაკავება აღარ შეეძლება. 

სტუდენტები უნივერსიტეტის რექტორის დავით გურგენიძის გადადგომას რამდენიმე თვეა ითხოვენ, 3 დღის წინ კი პროტესტის უკიდურეს ფორმას, შიმშილობას მიმართეს. მათი თქმით, გურგენიძე 4-ჯერ არის ნასამართლევი.