ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, საქართველოში 23 მაისს აფხაზეთობას აღვნიშნავთ - ღარიბაშვილი

23.05.21 11:40
ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, საქართველოში 23 მაისს აფხაზეთობას აღვნიშნავთ - ღარიბაშვილი

პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი საზოგადოებას აფხაზეთობას ულოცავს. ამის შესახებ Facebook-ზე მან პოსტი დაწერა. 

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, საქართველოში 23 მაისს აფხაზეთობას აღვნიშნავთ. მინდა მივულოცო ეს დღე მთელ საქართველოს, განსაკუთრებით კი - ჩვენს აფხაზ დებსა და ძმებს!
აფხაზეთი საქართველოს განუყოფელი ნაწილია,  ქართველებისა და აფხაზების საერთო მომავალს ალტერნატივა არ გააჩნია. 
მშვიდობა, განვითარება და ევროპული მომავალი, დარწმუნებული ვარ, გახდება იმის წინაპირობა, რომ ჩვენ, ჩვენს აფხაზ თანამოქალაქეებთან ერთად, ვიცხოვრებთ ერთიან, ძლიერ საქართველოში", - 
წერს ირაკლი ღარიბაშვილი. 

 

 

 

 

მსგავსი სიახლეები