დაიხუროს ბავშვთა პანსიონატები - 1 ივნისს მთავრობის ადმინისტრაციასთან აქცია გაიმართება

23.05.21 12:29
დაიხუროს ბავშვთა პანსიონატები - 1 ივნისს მთავრობის ადმინისტრაციასთან აქცია გაიმართება

1 ივნისს, ბავშვთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღეს, მთავრობის ადმინისტრაციასთან აქცია გამართება. აქციის ორგანიზატორები ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონატში მონიტორინგის პროცესის დაწყებას მოითხოვენ, ასევე პანსიონატების დახურვას, იმისთვის რომ ბავშვები ან ოჯახებს ან საოჯახო ტიპის სახლებს დაუბრუნდნენ. 

ვინაიდან დიდი დაწესებულებები ვერ უზრუნველყოფენ ბავშვების უსაფრთხოებას და სათანადო ზრუნვას, 1 ივნისს (ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე), 18:00 სთ-ზე მთავრობის კანცელარიის წინ ვმართავთ საპროტესტო აქციას და საქართველოს მთავრობისაგან მოვითხოვთ:

დაუყოვნებლივ უზრუნველყოს სახალხო დამცველის წარმომადგენლების შეუფერხებელი ვიზიტი ნინოწმინდის პანსიონატში, სადაც მათ მიეცემათ ბავშვებთან ინდივიდუალური გასაუბრების შესაძლებლობა;
დაიწყოს დიდი ზომის ბავშვთა პანსიონატების დახურვა და ბავშვების ბიოლოგიურ ოჯახებში დაბრუნება ან მათი ოჯახურ გარემოსთან მიახლოებულ ზრუნვის მცირე დაწესებულებებში გადაყვანა გონივრულ ვადებში". 


აქციას უერთდებიან:ქალთა მოძრაობა 
სირცხვილია 
Tbilisi Pride
ფონდი ფემინა/Femina Fund 

შეგახსენებთ, რომ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში 57 ბავშვი ცხოვრობს, არავის უშვებენ.  პანსიონატის მმართველმა ეპისკოპოსმა სპირიდონმა განაცხადა, რომ ის სახალხო დამცველს არ შეუშვებს, რადგან ომბუდსმენი, რომელიც უმცირესობების უფლებებს იცავს მისთვის მიუღებელია. 

7 მაისს გაეროს ბავშვთა უფლებათა კომიტეტმა საქართველოს ხელისუფლება დაავალდებულა, პასუხისმგებლობა აიღოს ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის მონიტორინგის განხორციელებაზე, თუმცა სახელმწიფოს რეაგირება ჯერჯერობით არ მოუხდენია. 

 

მსგავსი სიახლეები