არა ნამოხვანჰესს - რესპუბლიკის მოედანზე აქცია დაიწყო

23.05.21 14:10
არა ნამოხვანჰესს - რესპუბლიკის მოედანზე აქცია დაიწყო

ნამოხვანჰესის საწინააღმდეგო აქცია რესპუბლიკის მოედანზე დაიწყო. აქციის მონაწილეების ნაწილი თბილისში რეგიონებიდან ჩამოვიდა. 

აქციას სავარაუდოდ, "ერის" დამფუძნებელი, ლევან ვასაძე საკუთარ მხარდამჭერებთან ერთად შეუერთდება. 

ნამოხვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეების მოთხოვნები უცვლელია: შეჩერდეს ჰესის მშენებლობა, კომპანია ENKA-მ დატოვოს რიონის ხეობა, გაუქმდეს ნამოხვანის ჰესების კასკადზე 2015 წელს გაცემული სამშენებლო ნებართვა და  თანამდებობიდან გადადგეს ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა.

 

.

 

მსგავსი სიახლეები