ტრაგედია სამეგრელოში - ძმისშვილთან ფიზიკური დაპირისპირების შემდეგ 49 წლის კაცი გარდაიცვალა

24.05.21 12:34
ტრაგედია სამეგრელოში - ძმისშვილთან ფიზიკური დაპირისპირების შემდეგ 49 წლის კაცი გარდაიცვალა

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ხეთაში 49 წლის მამაკაცის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით პოლიციის თანამშრომლებმა გარდაცვლილის ძმიშვილი,  26 წლის გიორგი ლატარია, დააკავეს. არსებული ინფორმაციით, ბიძა-ძმისშვილს შორის კონფლიქტი სახლში მოხდა, კონფლიქტისა და ფიზიკური დაპირისპირების შემდეგ 49 წლის მამაკაცი გარეთ გავიდა და ქუჩაში გარდაიცვალა.