ვინ სცემს მოხუცებს თავშესაფარში - შემზარავი კადრები და ისტორიები
შემზარავი კადრები და ისტორიები რუსთავის თავშსაფრიდან - წყარო "შაბათის ეთერს" უყვება, რომ 87 წლის მარუსა გელაშვილი ძალადობის მსხვერპლი კერძო პანსიონატში გახდა. ფოტოზე, რომელიც თავშესაფრიდან "პირველებს" მიაწოდეს, უფრო ცხადად ჩანს, ჩალურჯებული თვალი, დაზიანებები საფეთქლის და შუბლის არეში.
"პირველებს" წყარო ამავე დაწესებულებიდან უყვება, რომ მოხუცი მომვლელებმა სცემს. პანსიონატის მომვლელები 87 წლის ბენეფიციარზე თავდასხმის ფაქტს უარყოფენ და ამტკიცებენ, რომ მოხუცს წაიქცა და თვალი ამ დროს ჩაულურჯდა. საპირისპიროს ამტკიცებს "შაბათის ეთერთან" მარუსა გელაშვილი ის ხელს მომვლელებს ადებს და ცემაში ადანაშაულებს.
ირკვევა, რომ ინფორმაციას დაშავებული ქალის შესახებ თავშესაფარი სამი კვირის განმავლობაში საგულდაგულოდ მალავდა. 87 წლის მოხუცის ოჯახს არ შეატყობინეს რომ ქალმა თავშესაფარში ტრავმა მიიღო.
მარუსა გელაშვილის სავარაუდო ცემის ამბავი არ არის ერთადერთი რომელსაც თავშესაფრის კედლები საიდუმლოდ ინახავს.
"შაბათის გუნდს" ადგილზე უმძიმესი სურათი დახვდა - მოხუცებს ანტისანიტარიაში აცხოვრებენ. ხშირ შემთხვევაში ბენეფიციარები ტილებისგან რომ დაიცვან, თმას პარსავენ.
მეტიც, კერძო პანსიონატის ყველა ბენეფიციარის საპენსიო ბარათიც და პირადობის მოწმობებიც დირექტორთან ინახება . პენსიას სრულად დირექცია განკარგავს, დირექციასთან მიდის შემოწირულებებიც.