გადმოხტა თუ გადმოაგდეს - ექიმები 32 წლის კაცის გადარჩენას ცდილობენ

02.07.23 13:10
გადმოხტა თუ გადმოაგდეს - ექიმები 32 წლის კაცის გადარჩენას ცდილობენ

ამ წუთებში 32 წლის ვუგარ ისმაილოვის გადარჩენას ცდილობენ. ის ბოკერიას სახელობის კლინიკაში გვიან ღამით სასწრაფო დახმარების ბრიგადამ სამართალდამცველებთან ერთად მრავლობითი მოტეხილობებით შეიყვანა. ისმაილოვი კომატოზურ მდგომარეობაში იყო. 

კლინიკაში არ იციან, როგორ მიიღო ეთნიკურად აზერბაიჯენლმა მოტეხილობები, თუმცა "პირველებმა" გაარკვია, რომ სასწრაფო დახმარების ბრიგადას სამგორში, გამოძახების ადგილზე მისვლისას სამართალდამცველები დახვდნენ, რომლებმაც ექიმებს უთხრეს, რომ მამაკაცმა დაზიანებები სიმაღლიდან ვარდნის შეეგად მიიღო. 

ჯერჯერობით უცნობია, გადმოხტა თუ გადმოაგდეს 32 წლის კაცი კორპუსის მესამე სართულიდან. კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები ამბობენ, რომ ამაკაცი ქურდობის ფაქტზე იყო ეჭვმიტანილი და მასთან გამოსაკითხად იყვნენ მისულები, რა დროსაც კაცი ფანჯრიდან გადმოხტა.

რა მოხდა კონკრეტულად, დამატებით განმარტებებს შსს ჯერჯერობით არ აკეთებს. მომხდარზე გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო.