ხარაგაულში 77 წლის კაცს ისევ ეძებენ - სოფელ მარელისში მეწყრული პროცესები გრძელდება
სოფელ მარელისში 77 წლის კაცის სამძებრო ოპერაცია გრძელდება. ადგილზე მეწყრული პროცესები შეუქცევადია. ცოტა ხნის წინ გაწმენდილი ლიანდაგები ახლა ისევ მიწით არის დაფარული. აღნიშნულ რელიეფზე ტექნიკას მუშაობა უჭირს.
შეგახსენებთ, რომ ხარაგაულში მეწყერმა 77 წლის პენსიონერი მოიყოლა. ადგილზე კინოლოგები და ტექნიკა მუშაობს.
ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ხარაგაულში შეუჩერებლად წვიმდა. უხვმა ნალექმა ადგილზე არაერთი პრობლემა შექმნა, დაიტბორა სახლები და მიწა სარკინიგზო ლიანდაგზე ჩამოიშალა.