17 წლის გოგოს მკვლელობის შემდეგ პარიზში პროტესტი არ ცხრება - დაკავებულია 700-მდე მომიტინგე
საფრანგეთში პროტესტი არ ცხრება. 17 წლის ალჟირელი გოგონას მკვლელობის შემდეგ პარიზში მასობრივი გამოსვლებია. მომიტინგეები თავს პარიზის მერის ოჯახს დაესხნენ. აქციის მონაწილეები საცხოვრებელ სახლს ჯერ მანქანით დაეჯახნენ, შემდეგ კი ცეცხლი წაუკიდეს. დაშავებულია პარიზის მერის მეუღლე და შვილი.
არეულობაა დედაქალაქის რამდენიმე უბანშიც. მოქალაქეები პროტესტის ნიშნად ავტომობილებს წვავენ და შენობებს აზიანებენ. დაკავებულიაა ასობით მომიტინგე. ადგილობრივი პოლიციის ცნობით, მხოლოდ გასულ ღამეს 700 ადამიანი დააპატიმრეს.
მასობრივი დემონსტრაციები პოლიციის თანამშრომლის გადაწყვეტილებას მოყვა, რომელმაც უფლებამოსილებას გადააჭარბა და ძალა გამოიყენა. სამართალდამცველმა 17 წლის გოგონას მხოლოდ იმიტომ ესროლა, რომ ავტომობილით მოძრაობის წესები დაარღვია.
პოლიციელი ახლა დაკავებულია.