"შინაპატიმრობა ჰქონია, პოლიციას ემალებოდა, ფანჯარაზე ავიდა და გადმოვარდა" - რა მოხდა სამგორში?

02.07.23 15:27
"შინაპატიმრობა ჰქონია, პოლიციას ემალებოდა, ფანჯარაზე ავიდა და გადმოვარდა" - რა მოხდა სამგორში?

რა მოხდა სამგორში - "პირველებს" ადგილობრივები უყვებიან, რომ 32  წლის კაცი, რომელმაც შინაპატიმრობის წესი დაარღვია, კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებს მეგობრის ბინაში, ფანჯრის რაფაზე ემალებოდა, რა დროსაც ფეხი დაუცდა და სიმაღლიდან გადავარდა. ადგილობრივების ცნობით, ახალგაზრდა ნასვამი იყო.

ჩვენ მივედით, იქ ვიექით, რომ დავვარდა. შევხედეთ, კაცი საიდან დავვარდა. მერე თქვეს, აქედან დავვარდაო. მერე იქიდდან პოლიციელები შემოვიდნენ, მე ვუთხარი, „თქვენ ვინ ხართ?“ „პოლიციელები ვართო“ . სისხლი წამოუვიდა. როგორც დავვარდა, ეგრე დარჩა თავის ადგილზე, არც გატოკებულა. ფანჯრიდან გადმოვიდა, იქ დამალვა უნდოდა, თავი ვერ შეიკავა და გადმოვვარდა იქიდან. შინაპატიმრობა ჰქონია და თუ დაიჭერდნენ, ჯარიმას დაწერდნენ, - ამბობს თვითმხილველი. 

შსს ადასტურებს, რომ ვუგარ ისმალოვი ფანჯრიდან კრიმინალური პოლიციის დევნის შედეგად გადავვარდა. ამის მიუხედავად, უწყებაში "პირველებს" ეუბნებიან, რომ სამართალდამცველები ბინაში, სადაც ისმაილოვი იმალებოდა, სამართალდამცველები არ ყოფილან და გადმოვარდნის მომენსტს არ შესწრებიან. 

დაშავებული ახლა უმძიმეს მდგომარეობაში კლინიკაშია მოთავსებული.  ექიმები მის გადარჩენას ცდილობენ.  გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო.