თბილისში მაღაზია გაქურდეს - დამნაშავეები, სავარაუდოდ, არასრუწლოვნები არიან

02.07.23 15:37
თბილისში მაღაზია გაქურდეს - დამნაშავეები, სავარაუდოდ, არასრუწლოვნები არიან

ახალგაზრდებმა მაღაზია გაქურდეს. შემთხვევა თბილისში, ცაგარელის ქუჩაზე მოხდა. მძარცველებმა შიდა ტერიტორიაზე კარიდან  შეაღწიეს.. წაღებულია თანხა.

სათვალთვალო კამერით გადაღებულ კადრებში რამდენიმე ადამიანი ჩანს. მეპატრონე ეჭვობს, რომ ისინი არასწრულოვნები არიან. მისი თქმით, ბოლო 10 დღეში ეს ქურდობის უკვე მეორე შემთხვევაა. 


დიდი ალბათობით არასრულწლოვნები იყვნენ. შედიან ფეხის დარტყმით, შეამტვრიეს კარი. წინაზე მხოლოდ კარი შეამტვრიეს, ახლა უკვე მინა მთლიანად გაფუჭებულია, საკმაოდ იდი ზარალია. 10 დღის განმავლობაშ 2 შემთხვევა იყო, მაგრამ წინა თვეების განმავლობაშიც გვქონდა მსგავსი შემთხვევა, მაშინ განვაცხადეთ, მაგრამ რადდგან რეაგირება არ მოჰყვა, აღარ გავაკეთე განაცხადი, - ამბობს მაღაზიის მეპატრონე. 
 

პოლიციამ ცაგარელის ქუჩაზე საგამოძიებო მოქმედებები დაიწყო. აიღეს თითის ანაბეჭდებიც.