სექსუალური ძალადობა 13 წლის მოზარდზე - 42 წლის კაცი მოსამართლემ პატიმრობაში დატოვა
13 წლის მოზარდის გაუპატიურების ბრალდებით დაკავებულ მამაკაცს პატიმრობა შეეფარდა. 42 წლის კაცმა პროცესზე ასი ათასი ლარის სანაცვლოდ გათავისუფლება ითხოვა, თუმცა მოსამართლემ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.
ბრალებული პროცესზე ამტკიცებდა, რომ ადგილი ცილისწამებას აქვს და მეზობელ გოგონასტან არანაირი კავშირი არ ჰქონია.
ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში სხდომა დახურული იყო.
ჩვენ დავაფიქსირეთ პოზიცია, რომ არ გამოეყენებინა საერთოდ აღკვეთის ღონისძება სასამართლოს ან ალტერნატივის სახით გირაო და სხვა შემზღუდავი ღონისძიებები, თუმცა სასამართლომ გაიზიარა ბრალდების შუამდგომლობის პოზიცია და აგმოიყენა პატიმრობა მოეცმულ შემთხვევაში. ჩვენ ვთვლით, რომ ეს არ არის სწორი, კანონიერი და დასაბუთებული. ჩვენ გავასაჩივრებთ ამ გადაწყვეტილებას. ბრალდებული ესწრებოდა სხდომას. მან თქვა, რომ ცილისწამებას აქვს ადგილი და ყველაზე მეტად ის არის დაინტერესებული შედეგით, მხედველობაში მაქვს, რომ დადგინდეს ექსპერტიზის დასკვნით საბოლოოდ მისი უდანაშაულობა. ის კატეგორიულად აცხადებს, რომ მას არანაირი შეხება, ურთიერთობა ამ ბავშვთან არ ჰქონია, - ამბობს ადვოკატი.
დაკავებულს მეზობელ გოგონასთან, უმწეო მდგომარეობაში მყოფ არასრწულწლოვანთან სქესობრივი კავშირის დამყარებას ედავებიან. 13 წლის სპეციალური საჭროების მოზარდი ახლა სამი თვის ორსულია, მასთან ფსიქოლოგები მუშაობენ.