"ირაყლის" ძახილის გამო დაკავებული სამოქალაქო აქტივისტი გაათავისუფლეს
სამოქალაქო აქტივისტი საბა პაპაშვილი, რომელსაც ხელბორკილები პარლამენტთან პარასკევს დაადეს, გაათავისუფლეს. დღევანდელ სასამართლო პროცესზე ის სამართალდამცველები გამოიკითხნენ, რომლებმაც ახალგაზრდა უშაულოდ დააკავეს. მათი თქმით, პაპაშვილი პოლიციელების კანონიერ მოთხოვნას არ დაემორჩილა, რის შემდეგაც იძულებულები გახდნენ, დაეკავებინათ.
ადვოკატის თქმით, შსს-ს ახლა არ აქვს იმის პირდაპირი მტკიცებულება, რომ საბა პაპაშვილმა კანონი ნამდვილად დაარღვია.
გამოიკითხა ორი პოლიციელი. ჩვეულებრივად მისცეს ჩენება და დაადანაშაულეს ბატონი პაპაშვილი, რომ მის მიერ იყო ადიმინისტრაციული გადაცდომა. სასამართლო გადაიდო 13 ივლისს 11 საათზე. ჩვენ ვეცდებით, რომ წარმოვადგინოთ შესაბამისი მოწმეები, რომლებიც მისცემენ სასამართლოს ჩვენებას. ასე თუ გავაგრძელეთ, მაშინ ნებისმიერი სიტყვა შეიძლება ცენზურას დაექვემებაროს, - ამბობს ადვოკატი დიმიტრი ნოზაძე.
თავად საბა პაპაშვილი კი ამბობს, რომ პოლიციელებისთვის არ უგინებია და მხოლოდ "ირაყლის" გამო დააკავეს.
„გვაგინეო“, ეს არის სიცრუე, პოლიციელისთვის არ მიგინებია. „ირაყლის“ გამო დამაკავეს, - ამბობს პაპაშვილი.
წინასწარი დაკავების იზოლატორიდან დღეს ასევე საბა პაპაშვილის ძმა, ბექა პაპაშვილიც გაათავისუფლეს. მის აღლვეთის ღონისძიებაზე მოსამართლე ხვალ იმსჯელებს.