თბილისში კაცმა მეზობელი ქალი და მისი უცხოელი მეგობარი სცემა - აფარებს თუ არა ხელს გამოძიება მოძალადეს?

02.07.23 17:23
თბილისში კაცმა მეზობელი ქალი და მისი უცხოელი მეგობარი სცემა - აფარებს თუ არა ხელს გამოძიება მოძალადეს?

დაპირისპირება თბილისში ეთნიკურ ნიადაგზე -  ქართველმა მამაკაცმა მეზობელი ქალი და მისი უცხოელი მეგობარი სცემა. დაპირისპირება ლიფტში დაიწყო და პარკინგის ტერიტორიაზე ღია სივრცეში გაგრძელდა. 

საპარკინგზე ზონაზე გადაღებულ ვიდეოჩანაწერში ჩანს, როგორ უახლოვდება ორი მამაკაცი ახალგაზრდებს, რის შემდეგაც ერთ-ერთი მათგანი ფიზიკურ შეურაცხყოფაზე გადადის. 

დაზიანებების მიუხედავად, პოლიციამ ნაცემი ახალგაზრდები დამნაშავეებად გამოაცხადა და ბრალი წაუყენა. დაზარალებულები ამტკიცებენ, რომ  საქმის გამომძიებელი მოძალადე კაცს ხელსს აფარებს. სალომე გამცემლიძის თქმით, ისნის პირველი საამართველო გამომძიებელი ნინო ღვინიაშვილი მას დამუექრა, რომ თუ არ გაჩუმდება, ადმინისტრაციული წეისთ დააკავებდა. 

რადგან ჩემი მეგობარი იყო უცხოელი, ამ ფაქტმა ის გააღიზიანა და დაუწყო კითხვები, ვინ ხარ, საიდან ხარ და ასეთები.. როგორც კი ლიფტი გაიღო, გაათრია ლიფტიდან, დაუწყო ფიზიკური შეურაცხყოფა, დაარტყა სახის სხვა და სხვა არეში და სხეულზეც. მას კბილები ჰქონდა ჩამტვრეული, ყური ჰქონდა დასიებული, სისხლი მოსდიოდა. ასევე, მეც ძირს დამაგდდო, მუშტი მომიქნია და მომხვდა ხელზე, ამის შემდეგაც არ მოისვენა დას ქვევით ჩამოვია დაცვასთან ერთად რა დროსაც ის დაუყოვნებლივ თავს დაგვესხა, რამდენჯერმე დამემუქრა, რომ აუცილებლად ბრალდებული ვიქნებოდი და ციხეში წავიდოდი. ერთხელ ისიც მითხრა, ადმინისტრაციულით დავაჭერინებ შენს თავს ახლავე თუ არ გაეთრევი აქედანო. მაშინ, როცა აღნიშნული პირი თავს აქეთ დაგვესხა, პოლიციამ და პრკურატურამ, საქმე ისე მიმართეს, რომ საქმეში ბრალებულები ჩენ გამოგვიყვანეს და აღნიშნულ პირს ისე დააწერინეს ყველაფერი, რომ ყველაფერი მომართეს ჩენს საწინააღმდეგოდ, - ამბობს დაზარალებული ქალი. 

მაშინ, როცა დაზარალებული ქალის ადვოკატი გამომძიებელთან  მივიდა და მტკიცებულების ჩაბარებაზე ხელის მოწერა სთხოვა, ნინო ღვინიაშვილმა ყველა მტკიცებულება არ ჩაიბარა. ადვოკატი ინო ამაღლობელი ამბობს, რომ გამოძიებამ კანონი დაარღვია და მტკიცებულებები განზრახ დამალა, რათა რეალური დამნაშავე ჩრდილში დარჩენილიყო.

დაცვის მხარემ ისანი-სამგორის პირველ სამმართველოში გამომძიებელ ნინუცა ღვინიაშვილთან წარადგინა მტკიცებულებები, რითაც დასტურდებოდა ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფების უდანაშუალობა. აღნიშნული მტკიცებულებები დამატებით ადასტურებდნენ შოთა ბარამიას საქმეზე განმხილველი პრკურორისა და გამომძიებლის, ნინუცა ღვინიაშვილის დანაშაულის შესაძლო ჩადენას, რომ ისინი მფარველობენ რეალურ მოძალადეს და გამოძიება განზარხ შეიყვანეს ჩიხში და ჩემი დაცვის ქვეშ მყოფების მიმართ წარადგინეს ბრალდება. აღნიშნული ქმედებით მათ არ აიღეს მტკიცებულებები და ხელმოწერაზე უარი განაცხადეს, რითაც დაცვის პროფესიულ გახორციელებას შეუშალეს ხელი, - ამბობს ადვოკატი. 

"პირველები" გამომძიებელ ნინო ღვინიაშვილთან და პორკურორ შოთა ბარამიასთან დაკავშირებას ცდილობენ, თყმცა ისინი სატელეფონო ზარებს არ პასუხობენ.