მასობრივი კონტროლი რეგიონებში - პოლიცია არასრუწლოვნებს ჩხრეკს და ფოტოებს უღებს
მასობრივი კონტროლი რეგიონებში - შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს ახალი დავალება აქვთ მიღებული. პოლიციელები ჩხრეკენ ყველას მათ შორის, არასრუწლოვნებსაც.
ადგილობრივები "პირველებს" უყვებიან, რომ პოლიციელები ხშირად მოზარდებს ფოტოებსაც უღებენ. ეს მაშინაც ხდება, როცა არასწრულოვნები ქუჩაში მეურვის გარეშე არიან.
სამართდალმცველები კი აცხადებენ, რომ ჩხრეკის უფლება აქვთ, თუმცა ვერ პასუხობენ კითხვას, რატომ აკეთებენ ამას არასრულწლოვნებთან მიმართებაში.
ჩვენ ვასრულებთ მოვალეობას, ვიცავთ საზოგადოებრივ წესრიგს, - ამბობს ურეკში ერთ-ეღთი პოლიციელი.
ადგილობრივი ოპოზიცია კი ფაქტს ხალხის დაშინების მცდელობად აფასებს. ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ პოლიცია უკანონობას სჩადის და ხელისუფლებამ ის "მილიციას" დაამსგავსა.
იმ ქვეყანაში, სადაც კრიმინალი არის უპრეცენდეტოდ გაზრდილი, სააც უამრავი დანაშაული ხდება, ამ დროს ვხედავთ, რომ ჩვენი ე.წ. პოლიცია, რომელიც „მილიციად“ გადააქციეს, ჩევნდა სამწუხაროდ, ბავშვებს დღისით, მზისით ბავსვებს აჩრებეს, ჩხრეკს, სურათებს უღებს ყოველგვარი მშობლის ნებართვის გარეშე და კანონიც არ იციან, რომ ტქვან, რომელიც მუხლით ხდება, იმიტომ, რომ კონკრეტულ დავალებებს იღებენ, - ამბობს ოზურგეთის საკრეულოს წევრი თათია ნიკოლაიშვილი.