საფლავების შავი ბიზნესი - ოპოზიცია გამოძიების დაწყებას ითხოვს

02.07.23 17:58
საფლავების შავი ბიზნესი - ოპოზიცია გამოძიების დაწყებას ითხოვს

ვინ მდიდრდება თბილისში მკვდრების ხარჯზე? - ოპოზიცია  შაბათის ეთერის მიერ გასაჯაროებულ მტკიცებულებებზე გამოძიების დაწყებას ითხოვს. ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ საქმე სისტემურ, კომპლექსურ დანაშაულთან გვაქვს, რომელშიც დედაქალაქის მერიის გარდა, შსს და სასამართლო ხელისუფლებაც არის ჩართული. 

დანაშაული არის სისტემური. რა თქმა უნდა, გამორიცხულია, ეს მესაფლავეების დონეზე ხდებოდეს, რადგან მემგონი, თბილისში არ არსებობს ოჯახი, რომელიც ერთხელ მაინც არ არის ნამყოფი ამა თუ იმ დაკრძალვაზე და ყველამ ძალიან კარგადდ ვიცით, რომ ძალიან ბევრი საფლავი სწორედ ამ პრინციპით იყიდება. ეს არის შავი ფული. ძალიან სამწუხაროა, რომ „ოცნების“ სისტემური კორუფცია უკვე გადაწვა მივცვალებულებს. ეს მერიის ფარგლებსაც კი სცილდება, რადგან გამორიცხულია, აქ არ იყოს გარეული შსს, სასამართლო ხელისუფლება, თბილისის მერი. ასე რომ, ძალიან სისტემურ, კომპლექსურ დანაშაულთან გვაქვს საქმე და პირველ რიგში, რაც უნდა მოხდეს და რაც ყველამ ერთად უნდა მოვითხოვოთ, არის გამოძიების დაწყება და ის ეჭვი, რაც დაიბადა, რომ სასამართლო პროცესიც შეიძლება იყოს ხელოვნურად გაჭიანურებული, რა თქმა უნდა, ამასაც უნდა გაეცეს სათანადო პასუხი, - ამბობს თბილისის საკრებულოს ფრაქცია „თბილისის საქართველოსთვის“ თავმდჯომარის მოადგილე გიორგი შარაშიძე.  

კორუფციის მკვლევარი და "ევროპული საქართველოს" წევრის ბესიკ დონაძის თქმით კი,  ნორმალურ სახელმწიფოში აქამდე უკვე სისხლის სამართლის საქმეც უნდა იყოს აღძღული და სქემაში მონაწილე პირების დაკავებულები უნდა იყვნენ. 

უკვე, რა თქმა უნდა, სისხის სამართლის საქმეც უნდა იყოს აღძრული და თუ ნორმალურ სახელმწიფოში ვცხოვრობთ, უკვე ეს ადამიანები უნდა იყვნენ დაკავებულები. ფაქტია, რომ მერიის გვერდის ავლით ხორციელდება ქმედებები სიეთ ტერიტორიებზე, რომელსაც მართავს მერია, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება, პირველ რიგში, შპს „ჰერმესს“ , რომლის დირექტორის მოადგილე გახდა კობახიძის სიმამრი. პირადადა იძახის, რომ იცის მსგავსი სქემის შესახებ შსსმ, რაც იმას ნიშნავს, რომ სახელმწიფოსგან აქვს ხელშეყწობა გარკვეულ პირთა ჯგუფს, რომლებიც თაღლითურად, სხვა და სხვა სქემით აკეთებენ ფულს სახელმწიფო ტერიტორიაზე, - ამბობს ბესო დონაძე. 

გამომძიებელი ჟურნალისტების მიერ მოპოვებული აუდიო და ვიდეჩანაწერებიდან ირკვევა, რომ ზემო საბურთალოს სასაფლაოზე ჯიქიას მიმდებარე ტერიტორიაზე საფლავები შავ ბაზარზე იყიდება. იმის გამო, რომ ტერიტორია სადავოა, ამ ადგილას საფლავის გაჭრა  სასამართლოს 2015 წლიდან აქვს აკრძალული. 

საკრებულოს წევრები პირდაპირ ამბობენ, რომ ეს საქმე მიზანმიმართლად  თაროზეა შემოდებული, რადგან შავი ბიზნესიდან დიდ ფულ სბევრი ადამიანი იღებს.