თბილისში პრაიდის კვირეული იწყება - ღონისძიებას ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი ესწრება

02.07.23 18:32
თბილისში პრაიდის კვირეული იწყება - ღონისძიებას ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი ესწრება

თბილისში პრაიდის კვირეული იწყება. ღონისძიება ცოტახნის წინ გაიხსნა.  დღეს ლგბტ თემაზე შექმნილი ესეებისს კონკურსის გამარჯვებულებს გამაოავლელენენ.  სტუმრებს შორისაა ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი დუნია მიატოვიჩი და გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში ნიკ ბერესფორდი.

მეოთხე წელია ჩვენ ვუერთდებით ღირსებისა და თანასწორობის მსოფლიო თვეს და აღვნიშნავთ პრაიდის კვირეულს საქართველოში და ვამბობთ, რომ ლგბტ ადამიანების, ამ ქვეყნის მოქალაქეების უფლებები უნდა იყოს დაცული. დღეს გვაქვს კვირეული გახსნა და სიტყვით გამოვა დუნია მიატოვიჩი, რომელიც არის ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისარი და ჩვენთვის დიდი პატივია, რომ ამხელა თანამდებობის პირი ესწრება ჩვენს ღონისძიებას და გახსნის ჩენს კვირეულს და ასევე სულ რამდენიმე დღეში გვექნება საერთაშორისო კონფერენცია თბილისში ჩვენი კვირეული ფარგლებში და ბოლოს კი პრაიდის ფესტივალი, - ამბობს პრაიდის ერთ-ერთი ორგანიზატორი.