ვიდრე უმცირესობას თავს დაესხმებით, რამენჯერმე დაფიქრდით! - დუნია მიატოვიჩი

02.07.23 18:48
ვიდრე უმცირესობას თავს დაესხმებით, რამენჯერმე დაფიქრდით! - დუნია მიატოვიჩი

ევროსაბჭოს ადამიანის უფლებატა უმაღელსმა კომისარმა, რომელიც პრაიდის ღონისძიებას ესწრება ყურადღება უმცირესობის უფლებებზე გაამახვილა და თქვა, რომ ძალადობა მიუღებელია.

დუნია მიატოვიჩმა პოლიტიკოსებს და საზოგადოებას მოუწოდა, ასჯერ დაფიქრდნენ, ვიდრე ლგბტ ადამიანებს თავს დაესხმებიან.

ამასთან, კომისარმა აღნიშნა, რომ მიურებელია რიტორიკა, თითქოს  ქვიარ ადამიანების უფლებების დაცვა საქართველოზე ევროპის მიერაა თავს მოხვეული. 

ჩვენ აქ ვართ, რომ აღვნიანოთ სიყვარული, თავისუფლება, მრავალფეროვნება, რადგან ყველა ადამიანი თანასწორი უფლებებით დაიბადა! არ უნდა დაგვავიწყდეს ღირსების მარშის ჩატარების დროს ჟურნალისტები და აქტივისტები თავდასხმის ობიექტები გახდნენ. ძალადობა მიუღებელია. მე ეს გზავნილი პრემიერთან და მთავრობასთან გავაჟღერე გუშინდელ შეხვედრაზე. ჩვენთვის მიუღებელია რიტორიკა, რომ ქვიარ ადამიანების უფლებების დაცვა ევროპის მიერაა თავსმოხვეული საქართველოზე. პოლიტიკოსებს და რიგით მოქალქეებს მოვუწოდებ, დაფიქრდით რამდენჯერმე, სანამ უმცირესობას თავს დაესხმებით!, - განაცხაც ევროსაბწოს ადმაიანის უფლებათა კომისარმა.