32 წლის კაცი პოლიციას ემალებოდა და ფანჯრიდან გადმოვარდა - რა მოხდა სამგორში?

02.07.23 20:00
32 წლის კაცი პოლიციას ემალებოდა და ფანჯრიდან გადმოვარდა - რა მოხდა სამგორში?

32  წლის მამაკაცი, რომელიც პოლიციის დევნის შემდეგ ფანჯრიდან გადავარდა, ამ დრომდე რეანიმაციაშია.  ეთნიკურად  აზერბაიჯანელის გადარჩენას ახლა ბოკერიას კლინიკაში ცდილობენ. მდგომარეობა კრიტიკულია. ვუგარ ისმაილოვს  მრავლობითი დ დაზიანებები და მოტეხილობები არენიშნება.  სამართალდამცველები პაციენტისგან ჩვენების ჩამორთვევას ვერ ახერხებენ.

ვის გაურბოდა და რატომ ახალგაზრდა კაცი?   იყო თუ არა ბინაში მარტო, როცა მესამე სართულიდან გადავარდა? - ამ კითხვებს პასუხი გამოძიებამ უნდა გასცეს.  მანამდე კი "პირველებმა" გაარკვია, რა ხდებოდა ინციდენტამდე რამდენიმე საათით ადრე. 

კრიმინალური პოლიცია მამაკაცს ჩვენების მიცემას აიძულებდა. ისმაილოვს  კი სამართალდამცვეელბთან თანამშრომლობა არ სურდა. ახალგაზრდამ თავი მეგობრის სახლს შეაფარა . ის პოლიციას  ფარდის უკან, რაფაზე ემალებოდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრო ირწმუნება, რომ პოლიციის არცერთი  თანამშრომელი შემთხვევის დროს ბინაში არ იმყოფებოდა.

ვრცლად ნახეთ სოფონნიარის რეპორტაჟში.