მიცვალებულებით ნაშოვნი ფული - ოპოზიცია შესაძლო კორუფციულ სქემაზე საუბრობს
ზემო საბურთალოს სასაფლაოზე ახალი საფლავები დღესაც გაჭრეს. კადრები "პირველების" კამერამ გადაიღო. ირკვევა, რომ ჭირისუფალმა, ხშირ შემთხვევაში, არც კი იცის, რომ ჯიქიას სასაფლაოზე მიცვალებულის დაკრძალვა 2015 წლიდან დაუშვებელია, რადგან ტერიტორიაზე პრეტენზიას შპს "თანადგომა" აცხადებს და სასამართლოში დავობს.
"შაბათის ეთერის" გამოძიების შემდეგ ოპოზიცია ღიად ამბობს, რომ მიცვალებულებით ფულს საჯარო მოხეელეები შოულობენ. მათი თქმით, ეს სისტემური დანაშაულია. ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ შეუძლებელია უკანონობის ორგანიზატორი მხოლოდ მესაფლავეები იყვნენ.
ვრცლად ნახეთ გვანცა ჩხიკვაძის რეპორტაჟში.