ხარაგაულში, მიწის მასაში მოყოლილი 72 წლის კაცის ცხედარი იპოვეს
სამდღიანი სამძებრო ღონისძიებების შედეგად, სოფელ მარელისში მიწის მასაში მოყოლილი 72 წლის კაცის ცხედარი იპოვეს.
მამაკაცი მეწყერში 1-ელ ივლისს მოყვა. ძლიერი წვიმის შედეგად მეწყერი ჩამოწვა, რის გამოც სარკინიგზო ინფრასტრუქტურა დაზიანდა. რის გამოც სარკინიგზო გადაადგილება დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს შორის შეწყვეტილია.