ძალადობა მიუღებელია, ეს იყო ძირითადი გზავნილი, რომელიც გავუზიარე პრემიერს - ევროკომისარი
ძალადობა სრულიად მიუღებელია - ეს იყო ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის, დუნია მიატოვიჩის მთავარი გზავნილი საქართველოს პრემიერთან და მთავრობის სხვა წევრებთან შეხვედრისას.
როგორც მიატოვიჩმა თბილისი პრაიდის კვირეულის გახსნაზე განაცხადა, პოლიტიკოსები და მოქალაქეები უნდა დაფიქრდნენ, სანამ ლგბტ თემის წარმომადგენლებს თავს დაესხმებიან.
"ჩვენ ყველას გვაქვს თანაბარი უფლებები. ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ სულ რაღაც 2 წლის წინ სასტიკი ძალადობა მოხდა თბილისში ღირსების მარშის დროს. იმ ღონისძიებისას, რომელიც აღნიშნავდა თანასწორობასა და თავისუფლებას. მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ძალადობა მიუღებელია. შენ შეგიძლია რაიმეს არ დაეთანხმო და ეს გამოხატო, მაგრამ ძალადობა სრულიად მიუღებელია. ეს იყო ჩემი ძირითადი გზავნილი, რომელიც გავუზიარე პრემიერმინისტრსა და მთავრობას გუშინ. ჩვენთვის მიუღებელია რიტორიკა, რომ ქვიარ ადამიანების უფლებების დაცვა ევროპის მიერაა თავმოხვეული საქართველოზე. პოლიტიკოსებსა და რიგით მოქალაქეებს მოვუწოდებ, ორჯერ დაფიქრდით სანამ უმცირესობას თავს დაესხმებით", - თქვა დუნია მიატოვიჩმა.