გარემოვაჭრეების აქცია გორში - თვითდასაქმებულებს დაჯარიმებით და დახლების აყრით ემუქრებიან
გარემოვაჭრეების აქცია გორში - თვითდასაქმებულები იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორიის დატოვებას აღარ აპირებენ. მოქალაქეები აცხადებენ, რომ ვაჭრობა მათი შემოსავლის ერთადერთი წყაროა გორის მერია კი ადგილის შეცვლას უპირებს რაც მათთვის კატეგორიულად მიუღებელია.
ალტერნატიული ადგილი ქალაქის ცენტრიდან შორის მდებარეობს. გარემოვაჭრეებს გაფრთხილება ორი დღის წინ მუნიციპალურმა ინსპექციამ მისცა. თვითდასაქმებულებს დაჯარიმებით და დახლების აყრით დაემუქრნენ.