ერთიან ეროვნულ გამოცდებს წელს 21 მსჯავრდებული აბარებს და მათ შორის ერთი არასრულწლოვანია
ერთიან ეროვნულ გამოცდებს წელს 21 მსჯავრდებული აბარებს და მათ შორის ერთი არასრულწლოვანია.
სპეციალური პენიტენციური სამსახურის ცნობით, პენიტენციური დაწესებულებებიდან ერთიანი ეროვნული გამოცდების საგამოცდო ცენტრებში მსჯავრდებულთა გაყვანის პროცესი უკვე დაიწყო.
პენიტენციური სამსახურისთვის მსჯავრდებულთა უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობა პრიორიტეტულია.